
უნგრეთმა ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის გაგრილების სისტემის უზრუნველსაყოფად, მდინარე დუნაის კალაპოტის შეცვლის საინჟინრო სამუშაოები დაიწყო
იმედი|imedinews.ge
უნგრეთმა ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის მუშაობისთვის გაგრილების სისტემის უზრუნველსაყოფად, მდინარე დუნაის კალაპოტის შეცვლის საინჟინრო სამუშაოები დაიწყო. ბარიერების მშენებლობის პარალელურად ბარჟების ჩაძირვა დაიწყეს. რითაც მდინარეში წყლის დონის მატება უნდა მოხდეს.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ვითარება საგანგაშოა და სასწრაფო ზომებს საჭიროებს.
„სიტუაცია რთულია. მდინარე დუნაიში წყლის მცირედით მომატებასაც შეუძლია ვითარება შეცვალოს. სპეციალისტების თქმით, წყლის დონემ შესაძლოა კიდევ დაიწიოს. პრობლემის გრძელვადიანი მოგვარება ბარიერი იქნება, მანამდე კი დროებითი გადაწყვეტილებაა ბარჟების ჩაძირვა. ეს პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტიანი, უსაფრთხო და ეკონომიური ვარიანტია“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge