მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სკოტ ბესენტი: ირანის წინააღმდეგ ისეთ ზომებს გავატარებთ, როგორიც აქამდე არცერთი ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის ისტორიაში არ ყოფილა
სკოტ ბესენტი: ირანის წინააღმდეგ ისეთ ზომებს გავატარებთ, როგორიც აქამდე არცერთი ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის ისტორიაში არ ყოფილა

სკოტ ბესენტი: ირანის წინააღმდეგ ისეთ ზომებს გავატარებთ, როგორიც აქამდე არცერთი ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის ისტორიაში არ ყოფილა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ტელეარხ Newsmax-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირას ირანის წინააღმდეგ ახალ ზომებს გამოაცხადებს, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციას უპრეცედენტო დონეზე აიყვანს.

„თვალი ადევნეთ მოვლენებს, რადგან მომავალ კვირას კიდევ არაერთ განცხადებას გავაკეთებთ. ჩვენ ისეთ ზომებს გავატარებთ, როგორიც აქამდე არცერთი ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციის ისტორიაში არ ყოფილა“, - განაცხადა ბესენტმა.

ბესენტის თქმით, ადმინისტრაცია აძლიერებს ფინანსურ კამპანიას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ წელს თეირანის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის აღდგენის ბრძანება გასცა და რომელიც თებერვალში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა.

„ერთი წლის წინ პრეზიდენტმა დამავალა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მაქსიმალური ზეწოლის განხორციელება და ფინანსთა სამინისტრომ ეს გააკეთა“, - განაცხადა ბესენტმა.

მედიის ინფორმაციით, ტრამპმა „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა ოფიციალურად 2025 წლის თებერვალში აღადგინა და ხაზინის დეპარტამენტს დაავალა სანქციების ან სხვა სამართლებრივი აღსრულების ზომების დაწესება იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან დაკავშირებულ სანქციებს არღვევენ. ასევე დაიწყო უწყვეტი კამპანია, რომლის მიზანია რეჟიმისა და მისი ტერორისტული მოკავშირეებისთვის შემოსავლების მიღებაზე წვდომის შეზღუდვა.

ბესენტის განცხადებით, მისმა უწყებამ მიზანში ამოიღო „მათი საბანკო ანგარიშები, კრიპტოსაფულეები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული აქტივები“ და შეწყვიტა გადახდები როგორც რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის, ისე თავად მთავრობისთვის.

ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაწყების შემდეგ, ბესენტის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ ყურადღება იმ მიმართულებაზე გადაიტანა, რომელსაც ხაზინის დეპარტამენტი „ეკონომიკურ რისხვას“ უწოდებს, აღნიშნავს მედია.

„ჩვენ „ეპიკური რისხვიდან“ „ეკონომიკურ რისხვაზე“ გადავედით. პრეზიდენტის დავალებით კი ზეწოლის დონე კიდევ უფრო გავზარდეთ“, - განაცხადა ბესენტმა.

ბესენტის განცხადებით, ფინანსურ ზეწოლას ემატება ირანის პორტების წინააღმდეგ აშშ-ის მიმდინარე ბლოკადა.

„ეს იქნება ეკონომიკური იზოლაციის ისეთი კომბინაცია, რომელიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს და ჰორმუზის სრუტეში გაგრძელებული ბლოკადა, რომელიც ირანის პორტებში ნებისმიერი ტვირთის შესვლასა და იქიდან გასვლას აღკვეთს“, - განაცხადა ბესენტმა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ივლისში ირანის საზღვაო და ფინანსური ქსელების წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის წინააღმდეგ ირანის თავდასხმები განახლდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრაფორმულა
  • ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში ახალი პირობა წამოაყენა - აშშ-ის პრეზიდენტი თეირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაციას მოითხოვსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
  • ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRCBM.GE
ირანის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ომის ვეტერანი ჯანდრი უბირია ბარამიძის განცხადებაზე: ვწუხვარ, რომ კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არიონ ეს ქვეყანა და ხელი შეუშალონ იმ ნელ-ნელა მიმდინარე მშვიდობიან პროცესს, რასაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჰქვია

ნანა კაკაბაძე: ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

იმედი

დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა - რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები?