მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო

იმედი|imedinews.ge

„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსის (ანგარიშის) ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგთან დაკავშირებით.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ვახტანგ ცინცაძის განმარტებით, ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს, მეორე მხრივ, იმ მიმზიდველი რეგულირების ჩარჩოთი, რაც ქვეყანაში მოქმედებს და ხელს უწყობს როგორც ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებას და კერძო სექტორის სწრაფ გაფართოებას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არის მინიმალური ბიუროკრატია, ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი და ზოგადად ეფექტიანი მარეგულირებელი ჩარჩო. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორის შედეგებზე და შედეგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. რეკორდულია, ფაქტობრივად, ბიზნეს სექტორი ყველა მიმართულებით როგორც გამოშვების, ისე ბრუნვის მაჩვენებლებით.

გლობალურად ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ასევე გავლენას ახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი