მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს
ვახტანგ ცინცაძე: „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს

ვახტანგ ცინცაძე: „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს

იმედი|imedinews.ge

„ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.

საქართველოს ფოსტამ“ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან გააფორმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა აფართოებს მის ბიზნესშესაძლებლობებს, რაც, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის შემოსავლებზე, არამედ, ზოგადად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ბიზნეს სუბიექტებს, დაამყარონ თანამშრომლობა „საქართველოს ფოსტასთან.“

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ „საქართველოს ფოსტის“ და „ალიბაბა ჯგუფის“ თანამშრომლობა წარმატებული იქნება, კიდევ უფრო გაფართოვდება და კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ მნიშვნელოვან სერვისს შესთავაზებს.

პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომ, დანიშნულების ქვეყნებში ტრანსპორტირება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ „საქართველოს ფოსტა“ გახდეს მომგებიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მომხმარებელთა კმაყოფილებას, მეორე მხრივ კი წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში და ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლების გენერირებას“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გურამ მაჭარაშვილი  ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ  რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

იმედი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები  ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი