მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ თურნავა: იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე
ვახტანგ თურნავა: იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე

იმედი|imedinews.ge

„იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო გასპარისთან. ასევე სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, მარკო სილვესტრონისთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ.

მისი თქმით, „შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე“.

მანვე აღნიშნა, რომ იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია.

„მთავარი განსახილველი თემები რეგიონული უსაფრთხოება და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები იყო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რუსეთ-უკრაინის ომი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც სამხრეთ კავკასიაზე, ასევე ევროპულ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის, კერძოდ იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევები და იტალიელ კოლეგებს ვთხოვეთ, აქტიურად შეუწყონ ხელი ბრიუსელსა და თბილისს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას.

იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია. მათივე განცხადებით, მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის რთულ და კრიტიკულ საკითხებშიც. ვიზიტი გრძელდება და დამატებითი შეხვედრებიცაა დაგეგმილი“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი