მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

იმედი|imedinews.ge

წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის კუთხით დედაქალაქს აქვს გამოწვევები და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად,კონკრეტულ ქუჩებზე ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

„პირველ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი მოაწესრიგა, ამჟამად კი გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რაც სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ნაძვების ქუჩას, აქ მოწესრიგდება 10 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც ამჟამად, ფაქტობრივად, გზა არ არსებობს, არის გრუნტის გზა. ამ შემთხვევაშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა, ამის შემდეგ კი გამგეობამ საგზაო პროექტი დაიწყო - მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირის N51-ის მიმდებარედ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საყრდენი კედლის მშენებლობაზე.

მისი თქმით, კედლის სიგრძე 74 მეტრი, ხოლო სიმაღლე 10 მეტრი იქნება და ტერიტორიაზე სულ 1 344 მეტრი სიგრძის 112 ხიმინჯი მოეწყობა.

„მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.არის გამოწვევები და პრობლემები. ამიტომ გვინდა, რომ იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ, შევქმნათ ახალი დიზაინის ქუჩები, მოვაწესრიგოთ კომუნიკაციები და განვაახლოთ საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი