
ვალერი ზალუჟნი: უკრაინისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტი ომის გლობალური გადაწყვეტილებით დასრულებაა. დღეს ომის სამართლიან დასრულებაზე ვერ ვისაუბრებთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი მიდგომა და პარტნიორებთან ერთად საკითხის გლობალური გადაწყვეტა არის საჭირო.
ზალუჟნის განცხადებით, რუსეთზე ეკონომიკური წნეხი არის დროის კარგვა, რადგან მოსკოვი სანქციებზე ადაპტირებას მუდმივად ახდენს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფიქრობს, რომ ომის დასრულებამდე უკრაინა სრულფასოვან სახელმწიფო განვითარებას ვერ დაუბრუნდება.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, რომელიც ევროპაში 12 წელია მიმდინარეობს, დიდი ხანია რეგიონულიდან გლობალურში გადაიზარდა. ეს ომი ძველი მსოფლიოს წესრიგის პირობებში მიმდინარეობს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და იშლება, ამიტომ, თუ ომის დასრულებაზე ვისაუბრებთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უკრაინისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტი ომის გლობალური გადაწყვეტილებით დასრულებაა. დღეს ომის სამართლიან დასრულებაზე ვერ ვისაუბრებთ. ასევე ვერ ვისაუბრებთ რომელიმე ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანებაზე. შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძლებთ მომავლის მშენებლობას“, - განაცხადა ზალუჟნიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge