მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვარლამ ლიპარტელიანი: რაც შეეხება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების შემოტევას, ეს მხოლოდ მათ სახეს აჩვენებს და მათ აყენებს ზიანს - რადიკალებს ერთადერთს ვეტყოდი, რომ ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს, ღია ვართ, ვისაუბროთ და შევჯერდეთ ჭეშმარიტებაზე, იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის იქნება უკეთესი
ვარლამ ლიპარტელიანი: რაც შეეხება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების შემოტევას, ეს მხოლოდ მათ სახეს აჩვენებს და მათ აყენებს ზიანს - რადიკალებს ერთადერთს ვეტყოდი, რომ ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს, ღია ვართ, ვისაუბროთ და შევჯერდეთ ჭეშმარიტებაზე, იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის იქნება უკეთესი

იმედი|imedinews.ge

ვხედავდით, რომ გამოჩნდებოდა რამდენიმე რადიკალი, რომელიც თუნდაც, ცუდად მოიხსენიებდა ჩვენს შეხვედრებს ან იქ დამსწრე ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან და მართლა გულით უნდათ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

ვარლამ ლიპარტელიანი ასე გამოეხმაურა ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების მონაწილეების მიმართ ოპოზიციური მედიის მხრიდან, ასევე სოციალურ ქსელში წარმოებულ შეტევას.

„რაც შეეხება რადიკალურად განწყობილი ჯგუფების შემოტევას, ეს მხოლოდ მათ სახეს აჩვენებს და მათ აყენებს ზიანსჩვენ როდესაც ვსაუბრობთ საქმეზე, ქვეყნის მომავალზე, სამწუხაროდ, ადამიანებს, რომლებიც არიან მართულები, არ სიამოვნებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება.

ვხედავდით, რომ გამოჩნდებოდა რამდენიმე რადიკალი, რომელიც თუნდაც, ცუდად მოიხსენიებდა ჩვენს შეხვედრებს ან იქ დამსწრე ახალგაზრდებს, რომლებიც მართლა პატრიოტები არიან და მართლა გულით უნდათ ქვეყნის წინსვლა და განვითარება და თუ არა ბოროტება, როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანებს დაუპირისპირდე. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, ახალგაზრდული ორგანიზაცია ყველასთან ღიაა.

„ჩვენთან დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ადამიანს, რომელიც კრიტიკულად არის ჩვენს მიმართ განწყობილი, ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, თუ შენ ქვეყნისთვის ზრუნავ, თუ შენ ქვეყანა გიყვარს, შეუძლებელია, საერთო ენა და ისეთი საკითხი ვერ გამოვნახოთ, რაზეც შევთანხმდებით. შევთანხმდებით იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა. რადიკალებს ერთადერთს ვეტყოდი, რომ ვისაც სურვილი აქვს, მოვიდეს, ღია ვართ, ვისაუბროთ და შევჯერდეთ ჭეშმარიტებაზე, იმ ჭეშმარიტებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის იქნება უკეთესი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა