
ვატო შაქარაშვილი: მთლიანად ევროპა აღმოჩნდა ცივილიზაციური კრიზისის წინაშე
მთლიანად ევროპა აღმოჩნდა ცივილიზაციური კრიზისის წინაშე, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილმა.
„ის ერთი ფაქტი, რაზეც დღევანდელ განცხადებაში ყურადღება გავამახვილეთ, ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც სპორტული, დიდი გამარჯვება გადაიქცა მასობრივ არეულობად საფრანგეთის დედაქალაქში. საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ამას უკვე აქვს ხშირი ხასიათი, ეს გახდა ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ეროვნული თუ სხვა ტიპის გამარჯვებები და ზეიმები გადაიქცევა მასობრივ არეულობად. ეს იმას ნიშნავს, რომ დეგრადაციამ საკუთარი გამოვლინება ნახა ევროპულ საზოგადოებაში.
ამ ყველაფრის ფონზე დღეს ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებმა კვლავ ილუზიაში აცხოვრებს საზოგადოებას და ქმნის გარკვეულ მოლოდინს, რომ ევროპაში, ევროკავშირში რაიმე პოზიტიურისკენ შეიცვლება“, - აღნიშნა ვატო შაქარაშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად „დიფ სთეითის“ მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge
