მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

ვენესუელაში, 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 971-ს მიაღწია.

ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა კიდევ მოიმატოს.

ოთხშაბათს საღამოს, ერთმანეთის მიყოლებით, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები დაფიქსირდა, რაც ბოლო საუკუნის განმავლობაში რეგიონში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიქიური უბედურებაა.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ლა-გუაირას შტატი და დედაქალაქი კარაკასი, სადაც ათობით შენობა ჩამოინგრა, ხოლო ინფრასტრუქტურული დაზიანებების გამო სიმონ ბოლივარის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა.

ვენესუელას მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. დახმარების სურვილი არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელმაც დაადასტურა ჰუმანიტარული დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების დაუყოვნებლივ გაგზავნა.

მზადყოფნა დახმარების აღმოსაჩენად ასევე გამოთქვეს არგენტინამ, ბოლივიამ, ბრაზილიამ, ჩილემ, ეკვადორმა, მექსიკამ და ირანმა. ადგილზე ინტენსიურად გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი