მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 ბიჭი გადაარჩინეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 ბიჭი გადაარჩინეს

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 ბიჭი გადაარჩინეს

იმედი|imedinews.ge

ვენესუელაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შემდეგ, დანგრეული შენობების ნანგრევებიდან, რამდენიმე საათის ინტერვალით, ორი 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

პირველი ბიჭის - მოისესის გადარჩენის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა გამოაცხადა კიდევ ერთი 11 წლის ბიჭის გადარჩენის შესახებ და X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოჰყავთ ის საკაცით ნანგრევების უზარმაზარი გროვიდან.

ოთხშაბათს მომხდარი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა სულ მცირე 1 430 ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს. ათობით ათასი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

პირველი მიწისძვრიდან უკვე 85 საათზე მეტი გავიდა, თუმცა მაშველები იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ ადამიანები შესაძლოა კვლავ ცოცხლები იყვნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნანგრევების ქვეშ საკვებსა და წყალზე მიუწვდებათ ხელი.

ორმა მიწისძვრამ, რომლებიც 39 წამის ინტერვალით მოხდა, ასობით შენობა დაანგრია, რის გამოც ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევებში რჩება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი