
ვენესუელაში საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა
იმედი|imedinews.ge
ვენესუელაში საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. აქცია ელექტრომომარაგების შეფერხებებით მიწოდების წინააღმდეგ გაიმართა, დემონსტრანტებმა ელექტრომომარაგების სრული დატვირთვის აღდგენის მოთხოვნით ქუჩები გადაკეტეს და საბურავები დაწვეს.
ენერგოკომპანიების განმარტებით, ზაფხულის რეკორდულმა სიცხეებმა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზარდა ხოლო ივნისში მომხდარმა მიწისძვრა სიმძლავრეების აღდგენის პროცესი შეაფერხა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge