მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - ,,საქართველოს დაბადება“, აფხაზეთის ომზე და ტყვეთა გაცვლის პროცესზე მსჯელობისას განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლები ხვრეტდნენ ტყვეებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც „რუსული დისციპლინით“ გამოირჩეოდა, ქართველ მებრძოლებს ატყვევებდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემოსული ვეტერანთა და სხვა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილ ადამიანთა საპროტესტო მომართვების გათვალისწინებით, სამსახურს სურს, გამოეხმაუროს გიორგი ბარამიძის აღნიშნულ განცხადებას:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე, 1991-1993 წლებში, საქართველოს მოუწია თავდაცვითი ომის წარმოება ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში, საქართველოს ახლად ფორმირებული, თუმცა, პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი საბრძოლო მოტივაციით გამორჩეული სახელისუფლებო შეიარაღებული ძალები, მათ შორის, მოხალისეები, განსაკუთრებული თავდადებითა და სიმამაცით გამოირჩეოდნენ და დღემდე შემორჩენილია მათი გმირობის არაერთი მაგალითი. საყოველთაოდაა, ასევე, ცნობილი ის არაერთი, მძიმე დანაშაული, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს.

გიორგი ბარამიძეს გვსურს, შევახსენოთ სეპარატისტების მხრიდან, ტყვეებისადმი მოპყრობის უსაშინელესი ფაქტი - 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა, დაქირავებულმა მებრძოლებმა, დახვრიტეს მთავრობის შენობიდან, თეთრი დროშით გამოსული, უიარაღო ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები; (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები). საყოველთაოდ ცნობილია, ასევე, სეპარატისტების მიერ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტები ქალაქ გაგრის აღების დროს.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. აქვე დავძენთ, რომ გიორგი ბარამიძეს, წარსულში არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, მსგავსი განცხადების გაკეთებისას, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა და მტკიცების ტვირთი ეკისრება, ვიდრე რიგით მოქალაქეს.

ვინაიდან აღნიშნული ბრალდებები არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით, ჩნდება ვარაუდი, რომ გიორგი ბარამიძე, შესაძლოა, განზრახ ავრცელებდეს მისთვის წინასწარ ცნობილ, მცდარ ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად.

ამასთანავე, მივმართავთ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლონ გიორგი ბარამიძის განცხადება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
ბრალდება →ბარამიძის →სახელით →

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი