მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოადგილეებთან და თადარიგის გენერლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს და აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება თადარიგის ოფიცრების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების გამოცდილებისა და მათი ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის, სამხედრო-ანალიტიკური ლიტერატურის შემუშავებისა და მომავალი ოფიცრების აღზრდის პროცესში; ისაუბრეს სამხედრო-სამეცნიერო კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაშიც პროფესიონალი და გამოცდილი ოფიცრების ჩართულობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია: „საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი მოთხოვნები 21-ე საუკუნის ლოკალური კონფლიქტების დინამიკის გათვალისწინებით“.

კობა კობალაძემ კი, თავის მოხსენებაში, ისაუბრა თემაზე: „თანამედროვე საბრძოლო სივრცის ზოგადი ხასიათი“; მოხსენებათა დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის დასასრულ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, ასევე, მათი ოჯახის წევრების, აკადემიის წარმომადგენლების, მათ შორის, იუნკერთა და მსმენელთა სასწავლო და სამეცნიერო, კულტურულ და სოციალური სახის, შემეცნებით აქტივობებში ჩართულობა და ამ მიზნის მისაღწევად, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი