მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ერთობლივად დაგმეს 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეკრებილმა ვეტერანებმა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში განაცხადა, თითქოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში მიმდინარე ომის დროს, ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირმა მიერ ერთობლივად ორგანიზებულ შეკრებაზე, ვეტერანმა მებრძოლებმა ბარამიძის ამ განცხადებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი უწოდეს.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ანზორ მარგიანმა; მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ისტორიული ფაქტების დამახინჯებას უწყობს ხელს და მეტიც_შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანების ხსოვნასა და ღირსებას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს; განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები იმ ადამიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები, ახლობლები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ იქნენ დახვრეტილნი.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმართონ საქართველოს გენერალურ პროკურატურას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით. მათი განცხადებით, საგამოძიებო უწყებამ უნდა შეისწავლოს აღნიშნული განცხადება და მისცეს მას კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შეფასება.

შეხვედრის დასასრულს მომზადდა ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერეს შეკრებილმა ომის ვეტერანებმა. დოკუმენტში ასახულია მათი საერთო პოზიცია და მოთხოვნა, რომ საკითხზე სამართლებრივი რეაგირება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადების საფუძველზე გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურიატვ პირველი
  • "პროცესი დაიძრა" - რა ეტაპზეა Air Georgia-ს სამგზავრო ტერმინალის პროექტი?BM.GE
  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →ბარამიძის →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ყველას კარგად ახსოვს რა ოდენობის დანაშაული ჩაიდინა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოვაყალიბეთ 2012 წლიდან საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ვიფიქრეთ, რომ ცალკეული ლიდერების, ვინც განაპირობა ამ ხარისხის ბოროტი დანაშაულები, უნდა დასჯილიყვნენ

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან

იმედი

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

იმედი

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკურ პარტიას ეხება, პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება და რა საკვირველია პოლიტიკური ნიშანიც ამ საკითხს დასდევს თან მაგრამ ეს პროცესი სამართლებრივია. იმსჯელებს სასამართლო და საკითხის გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არ დარჩეს