მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერინარული სასტუმროები იდენტიფიცირებულ და რეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურებიან
ვეტერინარული სასტუმროები იდენტიფიცირებულ და რეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურებიან

ვეტერინარული სასტუმროები იდენტიფიცირებულ და რეგისტრირებულ ძაღლებს მოემსახურებიან

იმედი|imedinews.ge

ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებთან.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა და სააგენტოს ვეტერინარებმა, ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტების - სასტუმროების წარმომადგენლებს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ როგორც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ისე ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპის დაცვის კუთხით.

ლაშა ავალიანმა ხაზი გაუსვა ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულმა ობიექტებმა შესაბამისი მოთხოვნები დაიცვან. მათ შორის, ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) და ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტებმა (სასტუმრო) შინაური ბინადარი ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში უნდა გადაამოწმონ მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს დაავადებების გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას და დაიცავს როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი, ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტისა და ვეტერინარული სასტუმროებისა და კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი