მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვინ დიზელმა „ფორსაჟის“ იუბილეს ესე მიუძღვნა, რომელშიც პოპულარული კინო დაიცვა
ვინ დიზელმა „ფორსაჟის“ იუბილეს ესე მიუძღვნა, რომელშიც პოპულარული კინო დაიცვა

ვინ დიზელმა „ფორსაჟის“ იუბილეს ესე მიუძღვნა, რომელშიც პოპულარული კინო დაიცვა

იმედი|imedinews.ge

ვინ დიზელმა პოპულარული კინო დაიცვა ესეში, რომელიც „ფორსაჟის“ იუბილეს ეძღვნება. ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კანის კინოფესტივალზე სურათის სპეციალური ჩვენება გაიმართა.

თავის ესეში მსახიობმა განაცხადა, რომ პოპულარული კინო, მათ შორის „ფორსაჟი“, ხელოვნების ყველაზე ძველ და მნიშვნელოვან მიზანს - ადამიანების გაერთიანებას ემსახურება.

„იმან, რაც 25 წლის წინ პირველმა „ფორსაჟმა“ გააკეთა, ჰოლივუდს შეახსენა ის, რაც მას უკვე მივიწყებული ჰქონდა. საკუთარი საქმის რწმენითა და სიყვარულით შექმნილი პოპულარული კინო ხელოვნების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა. ეს არის ხელოვნება, რომელიც ასრულებს თავის უძველეს და უმთავრეს ფუნქციას: მოუყვეს ისტორიები მთელ საზოგადოებას და იყოს ის კოცონი, რომლის გარშემოც ყველა იკრიბება“, - წერს დიზელი.

მსახიობის თქმით, 2001 წელს, როდესაც პირველი „ფორსაჟი“ გამოვიდა, ჰოლივუდში მიღებული იყო ფილმების გადაღება მკაცრად განსაზღვრული, კონკრეტული აუდიტორიისთვის.

„ჰოლივუდს აღარ სჯეროდა, რომ ერთ ფილმს შეეძლო მთელი მსოფლიოსთვის გასაგები ყოფილიყო და ყველასთვის რაღაც მნიშვნელოვანი ეთქვა. ჩვენ უარი ვთქვით ამის შეგუებაზე“, - განმარტავს დიზელი.

მსახიობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფორსაჟმა“ შექმნა ოჯახის ახალი განმარტება, რომელმაც ინდუსტრიის შაბლონები დაამსხვრია.

„ეს ისტორია ამტკიცებს, რომ ნათესაობის გრძნობა მემკვიდრეობით კი არ გადაიცემა, არამედ შენდება გადაწყვეტილებებზე და იმ ადამიანებზე, რომელთა მიტოვებაზეც უარს ამბობ“, - წერს დიზელი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი