მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა
ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.

ორბანმა განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ოპოზიციური პარტიის ოფისიდან სერვერებისა და საკომუნიკაციო სისტემების ამოღების შემდეგ პოლიტიკური გაერთიანება ტექნიკურად ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებს.

ორბანის თქმით, ასეთი რამ მხოლოდ დიქტატურის პირობებში ხდება. ფრაქციის ლიდერმა და უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა იანოშ ბოკამ ასევე აღნიშნა, რომ პარტია პროკურატურის მიერ ძალაუფლების გადამეტების შესაძლო ფაქტზე საჩივრის შეტანას განიხილავს.

„გუშინ ისეთი რამ მოხდა, რაც დასავლურ სამყაროში ვერასოდეს მოხდებოდა და უნგრეთში ბოლო 36 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა. პროკურატურამ „ფიდესის“ წევრების მთელი რეესტრი წაიღო. ეს არის აშკარა პოლიტიკური დირექტივა. მათ გაიტანეს მთელი ჩვენი კორესპონდენცია. ეს მხოლოდ მწვავე დიქტატურის დროს ხდება. არ მინდა ძალიან მკაცრი სიტყვები გამოვიყენო, ამიტომ, მოდით, ამჯერად ტერმინ „ავტორიტარულ მმართველობაზე“ შევჯერდეთ. ასეთი რამ მხოლოდ ავტორიტარულ სისტემაში ხდება“, - განაცხადა ორბანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდაBM.GE
  • პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინაფორმულა
  • ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვატვ პირველი
  • დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში,პროკურატურამ ბრალდება კიდევ 2 პირს წარუდგინარუსთავი 2
პროკურატურამ →კანონის →

მსგავსი სტატიები

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისევ დაშინება, შანტაჟი და მუქარა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უცვლელი ხელწერა - გვარამია ხელისუფლებაში დაბრუნებას და ანგარიშსწორებას ლამობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის ინოვაციური პროექტი - აეროდრომი და ავია-ვილები კაჭრეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

თამარ იოსელიანი: მცირე ავიაციის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

მარიამ ქვრივიშვილი: მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია“

იმედი