მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს
ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს

ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს

იმედი|imedinews.ge

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ოფიციალური ბელგრადი ევროინტეგრაციის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას არ აპირებს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

მანამდე სერბეთის პარლამენტის დიასპორისა და რეგიონის სერბების კომიტეტის თავმჯდომარემ დრაგან სტანოევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს.

ვუჩიჩის განცხადებით, ეს „დეზინფორმაცია“ იყო.

„მოვისმინე ამბავი, რომ სერბეთი რუსებისთვის ვიზებს აწესებს. არ ვიცოდი, თუ რაზე იყო საუბარი. დავურეკე ანა ბრნაბიჩს [სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე] და ვკითხე, რამეს ხომ არ უყარეს კენჭი, რამეს ხომ არ გინიხილავენ. მან მითხრა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ვიღაცამ აღნიშნული დეზინფორმაციით სერბეთს ავნო“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბელგრადი, ევროკავშირის მუქარების მიუხედავად, რუსეთთან უვიზო რეჟიმს არ გააუქმებს. „ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ვინმემ რომც მიიღოს, მას მალევე გააუქმებენ“, - დასძინა ვუჩიჩმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი