მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. WOAH-ის გენერალური მდივანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნო
WOAH-ის გენერალური მდივანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნო

WOAH-ის გენერალური მდივანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივან ემანუელ სუბეირანს და ორგანიზაციის დელეგატებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობა გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებსა და თანამედროვე ტექნიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც დაავადებების დროულ გამოვლენასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

„WOAH-ის გენერალური მდივნის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ორგანიზაციამ მხარი დაუჭიროს ლაბორატორიას ცოფის დიაგნოსტიკის გაძლიერებაში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობას აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ცხოველთა დაავადებების დროული გამოვლენისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სანდო ლაბორატორია, როგორიც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაა. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ საქართველოს აქვს თანამედროვე აღჭურვილობითა და კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფილი დაწესებულება. ვიმედოვნებთ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ცოფის დიაგნოსტიკის მიმართულებით“, - აღნიშნა ემანუელ სუბეირანმა.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ემანუელ სუბეირანი, WOAH-ის დელეგატებთან ერთად საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი