მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი
ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი

ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი

იმედი|imedinews.ge

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს. საკუთარ განცხადებაში ბაკარაძემ ჯანდაცვის მინისტრს წარუმატებელი და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი უწოდა. მიქელაძემ ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეკითხვების დასმა მისაღებია, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებს.

„შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა დავუსვათ მინისტრსა და ერთმანეთს, მაგრამ იმ ჩარჩოში, რაც ადამიანურად ექიმებისთვის არის ყველაზე უფრო ზომიერი და მიზანშეწონილი - თქვენ ყველაზე კარგად იცით და უნდა იცოდეთ ეს საკითხი“, - განაცხადა დეპუტატმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არა კონკრეტული გარე დავალება, ბაკარაძე არ ისაუბრებდა წამოჭრილ საკითხზე იმ ტერმინოლოგიით, რაც პარლამენტში მოისმინეს.

„დღეს, ქეთი, ასე უნდა მოგმართო, რადგან პროფესიით ექიმი ხარ, ჩვენ რაღაც პერიოდი ერთადაც ვიმუშავეთ - მე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ვიყავი და თქვენ აფხაზეთის. დარწმუნებული ვარ, რომ არა რაღაც გარე დავალება, მსგავსი ტერმინოლოგიით, მსგავს თემებს არ გადაჭრიდით, რადგან ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა ვიყო კორექტული: შეიძლება ძალიან ბევრი კითხვა დავუსვათ მინისტრსა და ერთმანეთს, მაგრამ იმ ჩარჩოში, რაც ადამიანურად ექიმებისთვის არის ყველაზე უფრო ზომიერი და მიზანშეწონილი - თქვენ ყველაზე კარგად იცით და უნდა იცოდეთ ეს საკითხი. მაგრამ კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი