მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით.“

ზაქარია წიკლაური ევრობიუროკრატებს ურჩევს, წაიკითხონ საქართველოს ისტორია, სადაც, მისი თქმით, ნახავენ, რა ღვაწლი აქვს ქართულ ეკლესიას ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში.

„ბოლო წლების განმავლობაში ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის მხრიდან არაერთი რეზოლუციის მომსწრენი გავხდით, სადაც ძირითადად აქცენტი კეთდებოდა პოლარიზაციის დასრულებაზე, სხვადასხვა კრიტერიუმის შესრულებასა თუ შეუსრულებლობაზე და მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური დევნილის, გათავისუფლებაზე.

ევრობიუროკრატები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ ქვეყანაში არსებულ რეალობას და ნახეს, რომ მოსახლეობაში ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხით ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი - საქართველოს დედა ეკლესია სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიის მაღალი რეიტინგი მათთვის მხოლოდ ციფრები იყო, თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებამ და სამგლოვიარო დღეებში მილიონობით ადამიანის მიერ, 24 საათის განმავლობაში, კილომეტრიან რიგებში დგომამ, რათა პატივი მიეგოთ გარდაცვლილი პატრიარქისთვის, აჩვენა, რომ ხალხის მხრიდან უდიდესი ნდობა და პატივისცემა სწორედ დედა ეკლესიას აქვს.

ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელობა დაკარგა და დაიწყეს შეტევა საქართველოს ყველაზე მთავარი ინსტიტუტის წინააღმდეგ. ეკლესიაზე შეტევა პერიოდულად მანამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა პირველად გაჩნდა რეზოლუციაში ჩანაწერი ქართულ ეკლესიაზე, რომელსაც რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ეკლესია უწოდეს. გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში არსებულ აგენტურას აძლევდნენ დავალებას, მოეხდინა ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია, რაც ვერ შეძლეს. ამიტომ ახლა თავად გადაწყვიტეს რეზოლუციაში ჩაეწერათ ქართული ეკლესიის საწინააღმდეგო ჩანაწერი და პირველებს ეთქვათ, რომ თურმე ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშ არის.

ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია. იქ ნახავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებისთვის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები და ევროსტრუქტურების პირველი პირების განცხადებები შედეგის მომტანი ვერ იქნება, გარდა იმ შედეგისა, რაც უკვე დადგა გასულ არჩევნებზე - მმართველი გუნდის გაზრდილი ლეგიტიმაცია. სწორედ არჩევნებში დამარცხებას ვერ ეგუებიან და ამიტომ ცდილობენ ქართველებისთვის ყველაზე სენსიტიურ თემებს დაუპირისპირდნენ,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი