მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაქარია წიკლაური: პოლიტიკური პოლარიზაციის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციებისა და გარე ზეწოლის მიუხედავად, დედაქალაქის გუნდი აკეთებს ყველაფერს, რაც მოსახლეობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება
ზაქარია წიკლაური: პოლიტიკური პოლარიზაციის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციებისა და გარე ზეწოლის მიუხედავად, დედაქალაქის გუნდი აკეთებს ყველაფერს, რაც მოსახლეობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება

იმედი|imedinews.ge

თბილისში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და მასშტაბურობაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტი მასშტაბური იქნება და ამ დროისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

ზაქარია წიკლაურმა ხაზი გაუსვა, რომ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობის მიუხედავადაც აქტიურად ხორციელდება.

„პოლიტიკური პოლარიზაციის, საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციებისა და გარე დარტყმების მიუხედავად, დედაქალაქის გუნდი, თბილისის მერის ხელმძღვანელობითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით, აკეთებს ყველაფერს, რაც დედაქალაქის მოსახლეობასა და თბილისის ინფრასტრუქტურულ განვითარებას სჭირდება.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც, დღესდღეობით, დედაქალაქისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო პროექტს წარმოადგენს. ამ პროექტისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. უახლოეს პერიოდში დასრულდება ტენდერის გამოცხადების პროცესი, გამოვლინდება გამარჯვებული და დაიწყება თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია.

აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ. მერწმუნეთ, ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს, სადაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არაფერი გაკეთებულა - მიწისქვეშა კომუნიკაციებიც კი არ იყო გამოცვლილი. თუ ასე შესტკიოდათ გული დედაქალაქზე, მათი გასაკეთებელი საქმეები დღემდე არ უნდა ყოფილიყო შემორჩენილი.

კახა კალაძის მერობის პირობებში დედაქალაქი რადიკალურად შეიცვალა და ამას თითოეული მოქალაქე ხედავს. ხორციელდება არაერთი მასშტაბური პროექტი. მაგალითად, დაწყებული გვაქვს ტრამვაის პროექტი დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო მთაწმინდის ფერდობზე, 700 ჰექტარ ფართობზე, მიმდინარე „ქართუს“ პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე 712 ათასი ნერგი ირგვება და გამოჰყავთ სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ნერგები. დედაქალაქის ხმაურს შეგიძლიათ გაერიდოთ, ახვიდეთ ამ ბილიკებზე და დატკბეთ ბუნებით. პოლიტიკური კინკლაობის, ჩხუბისა და ქვეყნის მტრობის ნაცვლად, ჯობია ნახონ, რა კეთდება მათ ქვეყანაში, პატივი სცენ სამშობლოს და დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი,”- განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი