მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაზა შათირიშვილი: გერმანიისთვის კოალიციური მმართველობის გამწევ ძალას მსხვილი პარტიები წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის საერთო გამოწვევად სწორედ ახალგაზრდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით, დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს
ზაზა შათირიშვილი: გერმანიისთვის კოალიციური მმართველობის გამწევ ძალას მსხვილი პარტიები წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის საერთო გამოწვევად სწორედ ახალგაზრდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით, დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს

იმედი|imedinews.ge

იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ომისა და უკრაინის დასახმარებლად გადამისამართებული ფინანსების გათვალისწინებით წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი გადახედვას მაინც არ ექვემდებარება, - ვკითხულობთ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის შეფასებით, გერმანიაში საპროტესტო განწყობის ზრდა შეინიშნება, რისი მაჩვენებელიც “გერმანიის უმსხვილესი პარტიებისადმი ნდობისა და მხარდაჭერის შემცირება, მეორე მხრივ კი 2013 წელს დაარსებული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის მკვეთრი მატება, საბოლოოდ კი გუშინდელ არჩევნებში ერთპიროვნული, ტრიუმფალური გამარჯვებაა.”

შათირიშვილი წერს მზარდ ოპოზიციურ ძალაზე “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომლის მიზანიც უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის შემცირება და მისი გერმანელი ხალხისკენ მიმართვაა, რაც ეწინააღმდეგება “დიფ სთეითის” მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის პოზიციას.

„რუსეთ-უკრაინის დამანგრეველი ომის მიმდინარეობის პროცესში, უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების გადადგმისა და განცხადებების თვალსაზრისით, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, გერმანია ყველაზე აქტიურია. იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ომისა და უკრაინის დასახმარებლად გადამისამართებული ფინანსების გათვალისწინებით წარმოქმნილი სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი გადახედვას მაინც არ ექვემდებარება. მეტიც, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით საუბრები კიდევ უფრო აქტიურდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პოლიტიკას მხარს გერმანელი ხალხიც უჭერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ძალზედ გაჭირდება. საპროტესტო განწყობების ზრდის უტყუარი მაჩვენებელი კი ათწლეულების განმავლობაში გერმანიის უმსხვილესი პარტიებისადმი ნდობისა და მხარდაჭერის შემცირება, მეორე მხრივ კი, 2013 წელს დაარსებული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის მკვეთრი მატება, საბოლოოდ კი გუშინდელ არჩევნებში ერთპიროვნული, ტრიუმფალური გამარჯვებაა. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის შემდეგ, გერმანიისთვის კოალიციური მმართველობა სრულიად ბუნებრივ მოვლენად იქცა. ტრადიციულად, აღნიშნული გაერთიანებების გამწევ ძალას მსხვილი პარტიები - „ქრისტიან - დემოკრატები“ ან „სოციალ - დემოკრატები“ წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის, საერთო გამოწვევად, სწორედ ახალგაზრდა, მემარჯვენე იდეების მატარებელი, უკონტროლო მიგრაციისა და „ლგბტქ+“ დღის წესრიგის მოწინააღმდეგე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მზარდი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები გამუდმებით მსჯელობენ, უკრაინის მხარდაჭერის გადახედვა და ამისთვის გამოყოფილი რესურსების გერმანელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართვაა, რაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონტროლირებადი სამთავრობო გუნდის დეკლარირებულ პოზიციას მკვეთრად ეწინააღმდეგება”, - ვკითხულობთ წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ახალგაზრდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • სვანეთში დაკარგული ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • "კლიმატის ელჩები" - მწვანე ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობსრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილია ახალგაზრდა კაციტვ პირველი
  • საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვისBM.GE
ახალგაზრდებს →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური -ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“ 50-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა

იმედი

ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა