
ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
იმედი|imedinews.ge
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
„პუტინის გეგმა განსაკუთრებით რთული არ არის: მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები მხარს უჭერენ ომს - ყველა პარტია, რომელიც ამ ეტაპზე დაშვებულია, ასე თუ ისე, მშვიდობის წინააღმდეგია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ე.წ. არჩევნების შემდეგ პუტინი წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ასეული ათასი რუსის დაჩქარებული წესით მობილიზებას გეგმავს, ხოლო მომავალი წლისთვის - ამავე რაოდენობის შევსებას.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge