მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც
ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც

ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც

იმედი|imedinews.ge

უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე შესთავაზა საკუთარი ინიციატივები მშვიდობის მიღწევის კუთხით, ხოლო კრემლის უარი ომის დასრულებაზე კი მხოლოდ აუარესებს თავად რუსეთის მდგომარეობას.

„ბენზინის კრიზისი ღრმავდება, რაც სრულიად სამართლიანი პასუხია პუტინის უარზე, დაასრულოს ეს ომი. ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, თუ როგორ დავაახლოოთ მშვიდობა“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ომის გაჭიანურების შედეგებს და მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიების გარდაუვალობას.

„ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არამედ პუტინის გარემოცვაშიც, მშვიდობის საკითხში. მათ ესმით, თუ რა ხდება და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს განწყობა რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - დასძინა პრეზიდენტმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიოს თასის“ ვიცე-ჩემპიონია

იმედი

რიკარდ იოზვიაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება დღეს ვერ შედგა

რიკარდ იოზვიაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმება დღეს ვერ შედგა

იმედი

სენატორი ლინდსი გრემი: კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია

სენატორი ლინდსი გრემი: კანონპროექტის ტექსტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულია

იმედი

მერაბ დვალიშვილი: სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ

მერაბ დვალიშვილი: სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ

იმედი