მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ
ზელენსკი: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ

ზელენსკი: უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ

იმედი|imedinews.ge

უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, სამხედრო დაზვერვისა და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტმა მოისმინა მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის, გენერალური შტაბის უფროსის, იგორ სკიბიუკისა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ევგენი ხმარას ანგარიშები ფრონტზე არსებულ ვითარებასა და მომარაგების ძირითად საჭიროებებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განსაზღვრეს დამატებითი ზომები მთელი უკრაინის მასშტაბით კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გასაძლიერებლად.

„სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებისგან ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. მოწოდებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების რაოდენობა, 2025 წელთან შედარებით, სამჯერ შემცირდა. და ეს ეხება არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდს - ეს ეხება 2026 წლის მთელ პირველ ნახევარს. ჩვენს პარტნიორებს ეს რაკეტები აქვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდება და დაჩქარდეს წარმოების პროცესები, მათ შორის უკრაინაში წარმოების საკითხი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
  • აშშ-მა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →ზელენსკის →

მსგავსი სტატიები

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი

ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია

რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე