მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი: ვიშნევოეში საბრძოლო მასალის საწყობი იყო, მტერმა ამ საწყობზე მიიტანა იერიში - ბევრი ადამიანი დაშავდა და დიდი დანაკარგია
ზელენსკი: ვიშნევოეში საბრძოლო მასალის საწყობი იყო, მტერმა ამ საწყობზე მიიტანა იერიში - ბევრი ადამიანი დაშავდა და დიდი დანაკარგია

ზელენსკი: ვიშნევოეში საბრძოლო მასალის საწყობი იყო, მტერმა ამ საწყობზე მიიტანა იერიში - ბევრი ადამიანი დაშავდა და დიდი დანაკარგია

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევოეში რუსული თავდასხმის შედეგად აფეთქდა „უკრობორონპრომის“ ერთ-ერთი საწარმოს საბრძოლო მასალის საწყობი.

ამჟამად აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ასევე განხორციელდება თანამდებობიდან გათავისუფლებები.

„საშინელი სიტუაციაა. ვიშნევოეში საბრძოლო მასალის საწყობი იყო. მტერმა ამ საწყობზე მიიტანა იერიში. ბევრი ადამიანი დაშავდა და დიდი დანაკარგია“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მან დასძინა, რომ უკვე მიიღო „სრული ინფორმაცია“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურორის ოფისისგან.

„აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. და, რა თქმა უნდა, იქნება გათავისუფლებები „უკრობორონპრომში“, რადგან საწყობი „უკრობორონპრომის“ ერთ-ერთ საწარმოს ეკუთვნოდა“, - შეაჯამა პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი