მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკიმ დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან
ზელენსკიმ დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან

ზელენსკიმ დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი კიევს რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღებას დროულად არ აწვდიან.

„ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საშუალებები არის ის, რაც დღეს დაღუპული ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა გაიგონ, რომ ანტიბალისტიკური საშუალებების მიწოდების დაყოვნებას ან მოუმზადებლობას მივყავართ ასეთ საშინელ მსხვერპლამდე და ნგრევამდე. პარტნიორებს, რომლებიც აქტიური დახმარებისთვის მზად არ არიან, შეუძლიათ დაგვეხმარონ ახალი სასანქციო ნაბიჯებით. რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე დასანქცირებული არ არის. საჭიროა ახალი ნაბიჯები „დიდი შვიდეულისგან“ და ევროკავშირისგან, ყველასგან, ვინც სიცოცხლის დაცვას უჭერს მხარს“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

უკრაინის ლიდერი გამოეხმაურა აგრეთვე დღეს ღამე რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე განხორციელებულ მასირებულ დაბომბვას. მისი განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად უკრაინული მედია 15 დაღუპულის შესახებ წერდა.

„ამ მომენტისთვის რუსეთის მიერ კიევსა და კიევის ოლქზე მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 დაშავებულის შესახებაა ცნობილი. კიდევ 17 ადამიანი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. თავდასხმა მძიმე იყო: 22 ბალისტიკური რაკეტა, 4 „ცირკონი/ონიქსი“ და კიდევ 115 დრონი, რომელთა უმეტესობა რეაქტიული იყო. თავდასხმის ძირითად სამიზნეებს წარმოადგენდა სამოქალაქო საწარმოების სასაწყობო მეურნეობა, აგრეთვე იყო დარტყმები ინფრასტრუქტურაზე, რკინიგზის სადგურზე, ობიექტებზე, რომლებსაც ომთან კავშირი არ აქვთ: ლუდსახარში კომპანია, სამშენებლო მასალების საწყობები, სამოქალაქო ლოგისტიკა“, - დაწერა ზელენსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
  • აშშ-მა უკრაინისთვის $2 მილიარდზე მეტის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცაBM.GE
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

იმედი

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი