მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკიმ ნავროცკი უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
ზელენსკიმ ნავროცკი უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა

ზელენსკიმ ნავროცკი უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა

იმედი|imedinews.ge

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის დიპლომატიური სკანდალი გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კაროლ ნავროცკის ცუდი პოლიტიკური დასასრული უწინასწარმეტყველა. დაპირისპირება ლიდერებს შორის პოლონეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინელი კოლეგისთვის „თეთრი არწივის ორდენის“ ჩამორთმევამ გააღრმავა. ზელენსკიმ ნავროცკი უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა.

„არ შეიძლება ჩვენ და პოლონელები არ ვიყოთ პარტნიორები ან მეგობრები, იმიტომ, რომ მეზობლები ვართ. თუ პარტნიორი და მეგობარი არ ხარ, აბა ვინ ხარ? შემდეგ ეს, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, გადადის იმაში, რაც ჩვენ რუსებთან გვაქვს - უპატივცემულობაში, აგრესიასა და საზოგადოების რადიკალიზაციაში. იმაში, რასაც ორბანი აკეთებდა, რომელიც სამხედროებს ჩვენს საზღვართან, თავის საზღვარზე აყენებდა. რისთვის იყო საჭირო ეს სიგნალები? ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც შეიძლება ცუდად დასრულდეს. ძალიან ცუდი ესკალაციით. მე მიმაჩნია, რომ სიძულვილზე პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება არ შეიძლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის მხრიდან პოლონეთის პრეზიდენტის კრიტიკას პოლონელი პოლიტიკოსები ეხმიანებიან. სეიმის დეპუტატი იაცეკ სასინი მიიჩნევს, რომ კიევმა ვარშავასთან კონფრონტაციის გზა აირჩია. პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევა ზაიაჩკოვსკა ჰერნიკმა კი ზელენსკის განგსტერი უწოდა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირში არ არის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი