მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: „თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს
ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: „თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს

ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ბელარუსის პრეზიდენტს სიკვდილით დაემუქრა: „თუ ლუკაშენკოს სურს, პენსიამდე მიაღწიოს, უბრალოდ გაჩუმდეს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილით დაემუქრა.

უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს პოდოლიაკი ბელარუსის მიერ უკრაინაში პოტენციურ სამხედრო შეჭრაზე საუბრობდა.

პოდოლიაკის განცხადებით, ბელარუსის საზოგადოება რუსულ საზოგადოებას არ ჰგავს და ის ომს მხარს არ უჭერს. შესაბამისად, ზელენსკის მრჩეველი ლუკაშენკოს ურჩევს კარგად აწონოს ყველა „შიდა რისკი და პირადი შედეგები“, სანამ ესკალაციაზე წავა.

მისი თქმით, ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, მიერ უკრაინის მისამართით ახლახან გაკეთებულ მუქარებს ძირითადად პროპაგანდისტული ხასიათი აქვს, თუმცა, თუ ბელარუსი კვლავ დაუშვებს თავისი ტერიტორიიდან რაკეტების ან დრონების გაშვებას, კიევი მას საომარ მოქმედებებში აქტიურ მონაწილედ ჩათვლის.

ასეთ შემთხვევაში, პოდოლიაკის განცხადებით, მინსკისთვის შედეგები ისეთივე იქნება, როგორიც რუსეთის ფედერაციისთვის - შორ მანძილზე მოქმედი ტექნოლოგიების წყალობით, უკრაინას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერ ძირითად ობიექტზე დარტყმა.

„მაშინ ნახევრად ცარიელი ავტომატით, უფრო სწორად კი, მჭიდის გარეშე „კალაშნიკოვით“ სირბილი უბრალოდ ბავშვურ თამაშად მოგვეჩვენება“, - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

„როგორც ფრთხილ ადამიანს, რომელსაც სურს მიაღწიოს პენსიამდე, გადააბაროს ხელისუფლება, ააშენოს დინასტია (ამას სარკაზმით ვამბობ), მაგრამ ამის მიუხედავად, კარგი იქნებოდა, რომ დღეს ის [ლუკაშენკო] დადუმებულიყო“, - თქვა პოდოლიაკმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი