მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში
ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედაქალაქისთვის. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირი მხოლოდ თბილისის მთავარი გამზირი არ არის და ის ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, სწორედ ამიტომ მისი განახლება განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და მაღალი სტანდარტებით ხორციელდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა; შეიცვლება წყალმომარაგების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები და დამონტაჟდება თანამედროვე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები.

მისივე თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელიც 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კომპანიის მიერ 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდება, მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები და თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტები.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადები, პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ტროტუარები, გარე განათება, გამწვანება, მოეწყობა თანამედროვე მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები და სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაოები დროებით გარკვეულ დისკომფორტს შექმნის როგორც თბილისელების, ისე დედაქალაქის სტუმრებისთვის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომლის შედეგსაც ჩვენი ქალაქი ათწლეულების განმავლობაში მიიღებს. რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • თბილისში დაურ ბუავას მემორიალის გახსნა სურთტვ პირველი
  • სარდაფები, თაღები და ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეები - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის აქამდე უხილავი ნაწილირუსთავი 2
  • რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში მგზავრობა გაძვირდა - „ინფო რუსთავი"BM.GE
  • თბილისში ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა კომპიუტერულ ტექნიკას - დააკავეს 1 პირიფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ყველას კარგად ახსოვს რა ოდენობის დანაშაული ჩაიდინა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოვაყალიბეთ 2012 წლიდან საკმაოდ ინტენსიური მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ვიფიქრეთ, რომ ცალკეული ლიდერების, ვინც განაპირობა ამ ხარისხის ბოროტი დანაშაულები, უნდა დასჯილიყვნენ

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან

ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებების გამო საზღვარგარეთ ხალხს აპატიმრებენ, სჯიან

იმედი

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა

იმედი

გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკურ პარტიას ეხება, პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეხება და რა საკვირველია პოლიტიკური ნიშანიც ამ საკითხს დასდევს თან მაგრამ ეს პროცესი სამართლებრივია. იმსჯელებს სასამართლო და საკითხის გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, რომ საზოგადოებაში შეკითხვები არ დარჩეს