მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე: ბათუმი სრულად მზად არის საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით
ზურაბ პატარაძე: ბათუმი სრულად მზად არის საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით

იმედი|imedinews.ge

ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყნის პრაგმატული პოლიტიკა ეფუძნება სიძლიერეზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობასა და თითოეული თანამშრომლის როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ტურიზმის განვითარების პროცესში.

„ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა.

როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხო ქვეყანაზე, ტურიზმის განვითარებაზე, ცნობადობის ამაღლებასა და პროგრესზე, თითოეული თანამშრომლის როლი არის განსაკუთრებული. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას დაუღალავი შრომისთვის, ერთგულებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი ერთიანობა და კოორდინირებული საქმიანობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა გახსნა და ტურისტული სეზონის გახსნისთვის შესაბამისი სტრუქტურების სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი