მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ბათუმში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო
ზურაბ პატარაძე ბათუმში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო

ზურაბ პატარაძე ბათუმში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში, 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად შეუერთდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დაფასება და მათი ღვაწლის მომავალი თაობებისთვის გადაცემა თითოეული მოქალაქის უმთავრესი მოვალეობაა.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნებოდა კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.“ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებითი და სპორტული სივრცეები მოეწყო. ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების ნამუშევრებს.

ღონისძიების ფარგლებში, ჰიმნი შეასრულეს სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა, კაპელამ და ბათუმის სალოტბარო სკოლამ. მუსიკალური პროგრამა სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტების კონცერტით გაგრძელდა, საღამო კი ბენდ „ურსას“ კონცერტით დასრულდა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი