მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ბათუმში სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
ზურაბ პატარაძე ბათუმში სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

ზურაბ პატარაძე ბათუმში სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

ზურაბ პატარაძე ბათუმში მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება გაზრდის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

,,ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთიანი სამედიცინო კომპლექსის მშენებლობა. პროექტები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე წლის ბოლოს ეტაპობრივად დაიწყება ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო სერვისების ხარისხს, ისე მათ ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ფარგლებში, შენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი და N1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკა, ასევე ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.

ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციების ცენტრსა და პოლიკლინიკაში დასრულებულია შენობების კონსტრუქციული ნაწილი. მიმდინარეობს ფასადის, ინტერიერის, საინჟინრო, სახანძრო და გათბობა-ვენტილაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები. რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოების პროექტის ფარგლებში კი დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილი და მიმდინარეობს შავი კარკასის მოწყობა.

სამედიცინო კომპლექსი იქნება თანამედროვე, სრულად ადაპტირებული და მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც მორგებული იქნება როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზე.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმის პორტი საპორტო მოსაკრებელის გაზრდით დამატებით $1 მილიონის შემოსავალს ელისBM.GE
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი