მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმის პორტი საპორტო მოსაკრებელის გაზრდით დამატებით $1 მილიონის შემოსავალს ელის
ბათუმის პორტი საპორტო მოსაკრებელის გაზრდით დამატებით $1 მილიონის შემოსავალს ელის

ბათუმის პორტი საპორტო მოსაკრებელის გაზრდით დამატებით $1 მილიონის შემოსავალს ელის

BM.GE30 ივლისი, 2026, 18:10|bm.ge

ბათუმის საზღვაო ნავსადგური აცხადებს, რომ ტვირთბრუნვა გაზარდა და ფინანსური სტაბილურობა განამტკიცა.

პორტის მენეჯმენტის ცნობით, 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა საპორტო მოსაკრებლების ახალი ტარიფები. შედეგად, 2026 წლის ბოლომდე ნავსადგურის დამატებით შემოსავალს - დაახლოებით, 1 მლნ დოლარს მიიღებს.

ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა კარბამიდის ტერმინალის მომსახურების ტარიფი, რითაც ნავსადგური წლის ბოლომდე დამატებით, 200 ათასი დოლარის შემოსავალს ელის.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საერთო ტვირთბრუნვამ 4.024 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.

„მიღებული ზომები ხელს უწყობს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და ქმნის შემოსავლის დამატებით წყაროს ნავსადგურის ინფრასტრუქტურის განვითარების, მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და საინვესტიციო პროექტებისთვის" - ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისეთი საექსპორტო ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით - „ფაფრის ველი“

ისეთი საექსპორტო ქვეყნები გვემატება, რომლებზეც ადრე ვერც ვიოცნებებდით - „ფაფრის ველი“

BM.GE

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

BM.GE

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

BM.GE