მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო
ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა გრძელდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ სალიბაურში სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რეგიონში მცხოვრები თითოეული ოჯახის სოციალური მხარდაჭერა და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

„სოციალური მიმართულება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეს სოფელ სალიბაურში გავეცანით სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას. პროექტის დასრულება 2028 წელს იგეგმება და მისი მშენებლობისთვის 17 მილიონ ლარამდე იხარჯება. კორპუსი სრულად იქნება ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი. საცხოვრებელ კორპუსთან ერთად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც - რეკრეაციული სივრცე, საფეხბურთო მოედანი და სპეციალური საბავშვო ზონა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული ოჯახისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ფარგლებში, აშენდება 114-ბინიანი სოციალური სახლი. ბინები გადაეცემათ ყოფილი ჩაის ფაბრიკის ამორტიზებულ შენობაში მცხოვრებ 65 ოჯახს და ასევე, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე მოქალაქეებს.

მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეექვსე სართულის ფილის დასხმის სამუშაოები. პროექტის დასრულება კი 2028 წლისთვის იგეგმება.

სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • აღსრულების ბიურომ წავკისში ნიკა გილაურის სახლი აუქციონზე იძულების წესით ₾4 მილიონად გაყიდაBM.GE
  • ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს – რადიო თავისუფლებანეტგაზეთი
  • თეთრი სახლი: ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოს იყენებსფორმულა
  • რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგტვ პირველი
სახლი →

მსგავსი სტატიები

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი.  „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი