
თეთრი სახლი: ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოს იყენებს
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში The Great Transshipment Scam-ში აღნიშნულია, რომ ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს იყენებს.
ტრაპის ადმინისტრაცია ანგარიშში ჩინეთის "ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში" შემავალ 40 ეკონომიკას ასახელებს. თეთრი სახლი "ტვირთების გადაზიდვების ჩრდილოვან ქსელში" მონაწილე ეკონომიკებს სამ კატეგორიად ყოფს:
პირველი კატეგორია ისეთ ქვეყნებსა და სავაჭრო ბლოკებს აერთიანებს, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის დიდ მოცულობას იღებენ, თუმცა დივერსიფიცირებულ სამრეწველო ბაზას ინარჩუნებენ. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან: კანადა, ევროკავშირი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი.
მეორე კატეგორია ისეთ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაცია აკავშირებთ. ეს კატეგორია ბრაზილიას, ინდონეზიას, მალაიზიას, ტაილანდს, თურქეთსა და ვიეტნამს მოიცავს.
მესამე კატეგორია ჩინეთის „მცირე სამიზნეებს“ მოიცავს. თეთრი სახლის ანგარიშის თანახმად, ამ კატეგორიაში მცირე ზომის ეკონომიკები შედის. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, არგენტინა, შვეიცარია, პანამა, კოლუმბია, ჩილე, კამბოჯა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სხვა ქვეყნები შედიან.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge