მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე „მარეთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო
ზურაბ პატარაძე „მარეთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ზურაბ პატარაძე „მარეთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, შუახევში გამართულ სახალხო ტრადიციულ დღესასწაულს, „მარეთობას” დაესწრო. ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ გახსნა და ღონისძიების სტუმრებს სახალხო ზეიმში მონაწილეობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ მოსახლეობას „მარეთობა" და გიორგობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თაობებს შორის უწყვეტი კავშირის შენარჩუნება, ასევე, მთის განვითარება, ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მარეთის ხეობიდან მთელ რეგიონს, აჭარას, საქართველოს მინდა მივულოცო გიორგობა და სახალხო დღესასწაული - ,,მარეთობა". როგორც ვხედავთ, არის დიდი ხალხმრავლობა - უხუცესები და ახალგაზრდები ერთად აგრძელებენ იმ დიდ ტრადიციას, რასაც საფუძველი დაახლოებით 20 წლის წინ ჩაეყარა. დღეს ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია სახალხო დღესასწაულების აღნიშვნა, ხალხის ერთობა, წარსულსა და მომავალს შორის უწყვეტი კავშირი და რა თქმა უნდა, ჩვენი მთის განვითარება. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ და მოგილოცოთ ეს დღესასწაული", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „საპატიო მარეთელების” და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, აგრეთვე, კულტურული და სპორტული აქტივობები, მათ შორის, ადგილობრივი კულტურის და მარეთის ხეობის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენა.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი