მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალური სატრანსპორტო და სოციალური პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალური სატრანსპორტო და სოციალური პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალური სატრანსპორტო და სოციალური პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს, ქობულეთის მერმა, ირაკლი ცეცხლაძემ ქობულეთის მუნიციპალური ტრანსპორტის და სანდასუფთავების სამსახურის განახლებული ავტოპარკები დაათვალიერებინა და სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობა გააცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავს პროექტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მოსახლეობის სოციალური პირობებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ზურაბ პატარაძე მუნიციპალური ავტოპარკის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და მოძრაობის გრაფიკის მოქნილობით დაინტერესდა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 5 ავტობუსი უკვე ემსახურება მგზავრებს, ხოლო დარჩენილი 3 ავტობუსი ფუნქციონირებას დღეიდან დაიწყებს.

„განახლებული მუნიციპალური ავტობუსები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილების პირობებს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. ჩვენი პრიორიტეტია, რომ გადაადგილება იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ხელმისაწვდომი ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

განახლდა ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის ავტოპარკიც. სპეცტექნიკის შესაძენად 566 200 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე პერიოდში ავტოპარკს კიდევ ერთი სპეციალური ტექნიკა - თვითმცლელი მანქანა დაემატება.

მთავრობის თავმჯდომარე ასევე გაეცნო ქობულეთში მიმდინარე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„სასიხარულოა, რომ ქობულეთის სოციალური სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, 126 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე საცხოვრებელი ბინები გადაეცემა. პროექტში 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და აჭარის მთავრობა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს, როგორც ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერას, ისე სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაწყვეტას“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი