მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე: სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გრძელდება
ზურაბ პატარაძე: სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გრძელდება

ზურაბ პატარაძე: სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გრძელდება

იმედი|imedinews.ge

ქობულეთის აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფერმერები, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ და „მევენახეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ბენეფიციარები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

პროგრამის ბენეფიციარებს აგროთანადაფინანსების ვაუჩერები გადაეცათ. აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია წარადგინა. ფერმერებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით გამართული პრეზენტაციის მთავარი დევიზი იყო - მეტი სარგებელი ჩვენი მოსახლეობისთვის და მხარდაჭერა ჩვენი ფერმერებისთვის. ვფიქრობ, რეგიონში განხორციელებული პროგრამები ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 41 მილიონი ლარია. პროგრამების გაფართოება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და ინვენტარით 5 000-მდე ფერმერი ისარგებლებს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო მევენახეობის დარგის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში ადგილობრივი ვაზის ექვსი ჯიში იქნა გამოყვანილი და 13 000-მდე ნერგი წარმოებული.

შეხვედრის დასასრულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრებთან ერთად დაათვალიერა ფერმერებისთვის გამოფენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამინისტროს პროგრამების ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი