მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს უკავშირდება, ეტაპობრივად განხორციელდება.

მისივე თქმით, გაგრძელდება საქმისადმი გულისხმიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რათა მაქსიმალურად გამართლდეს მოსახლეობის ნდობა და მოლოდინები.

„მაღალმთიანი აჭარის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემები, ინტერნეტისა და ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.

2026 წელს, გვექნება შესაძლებლობა ქედის მუნიციპალიტეტში გავხსნათ ახალი, მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი. ასევე, დაგეგმილია სპორტული კომპლექსის, საბავშვო სახლისა და 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მინდა განსაკუთრებულად გავახარო ქედელები - უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტადიონის მშენებლობაც იგეგმება. ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დღეს ჩვენს დღის წესრიგში დგას, აუცილებლად განხორციელდება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ანგარიში ჩავაბაროთ მოსახლეობას - გვექნება შეხვედრები ყველა სოფელში. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მაღალმთიანი

აჭარის გაძლიერებისთვის, ექვსივე მუნიციპალიტეტის თანაბარი განვითარებისთვის და ხვალინდელი ძლიერი აჭარისთვის“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დაბა ქედაში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქედის მერმა მამუკა თურმანიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნო.

პროექტის ფარგლებში შენობის სრული შიდა და გარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. განახლებული სივრცე გააერთიანებს კულტურის ცენტრს, სახელოვნებო სკოლასა და ბიბლიოთეკას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და აღიჭურვება თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების, გახმოვანებისა და განათების სისტემებით. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯამში 4 652 040 ლარია გათვალისწინებული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში ღვინის მარანი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მეღვინეობას განსაკუთრებული როლი აქვს მუნიციპალიტეტის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისთვის. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს კერძო სექტორისა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე გაესაუბრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი