მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა
ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა

ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა გაზრდილ ჯარიმებსა და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ორიენტირებულია სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზე, რაც მოსახლეობაში ხელისუფალის მიმართ გაუცხოებას იწვევს. ქადაგიძემ კოლეგებს მოუწოდა, ჯერ ერთად იმუშაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ გამკაცრდეს კანონები ჯარიმების მიმართულებით:

„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა“ - განაცხადა ქადაგიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში ბიუროკრატიული ბარიერები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.

„დღეს მინდა შევეხოთ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ოჯახებსა და საზოგადოებას ერთნაირად აწუხებს. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისა და მცირე მეწარმეების ყოველდღიური ყოფა.

ჩემი პოზიცია არის მყარი და უცვლელი- კანონი, წესრიგი და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტი. ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და ამ პრინციპს ალტერნატივა არ გააჩნია. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობა, ბალანსი კანონსა და ადამიანის ღირსეულ ყოფას შორის.

საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე ფიქრია.

დღეს კი სამწუხაროდ ბევრ შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. იმის ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორების გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება.

რა გამოდის - ხელოვნურად ვუძვირებთ ცხოვრებას საკუთარ საზოგადოებას?

როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ჩვენს მოქალაქეებში ჩნდება გაუცხოება. ეს გაღიზიანება კი, ადრე თუ გვიან გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.

ეს არის ის, რაც არავის გვინდა — არც საზოგადოებას და, დარწმუნებული ვარ, არც ხელისუფლებას.

ჩვენი მიზანი ხომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა და არა ხალხთან მათი დაპირისპირება?

უნდა დავფიქრდეთ - რამ გამოიწვია ჯარიმების ასეთი მკვეთრი, არაადეკვატური ზრდა? ჯარიმა ხომ სოციალურ სახელმწიფოში პრევენციას უნდა ემსახურებოდეს და არა სადამსჯელო ღონისძიებას? ჩვენ ვალდებულები ვართ, სანქციები ჩვენი მოსახლეობის მძიმე ტვირთად არ ვაქციოთ, რომ ადამიანებსა და მცირე ბიზნესს განვითარების მოტივაცია არ დავუკარგოთ.

ჩვენ უნდა ვიკითხოთ - რამ განაპირობა სახელმწიფო სერვისების ასეთი გაძვირება? რა რეალური თვითღირებულება გაიზარდა მომსახურების სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში რომ მოქალაქეს, რომელიც ისედაც იხდის გადასახადებს, დამატებითი ფინანსური ტვირთი დავაკისრეთ? ჩვენი მოვალეობაა, ეს სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, რათა ხალხმა სახელმწიფოსგან გვერდში დგომა იგრძნოს და არა ბიუროკრატიული ბარიერები.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა.

სოციალური და სამართლებრივია სახელმწიფო მაშინ, როცა აბალანსებს კანონსა და ადამიანს შორის ღირსეულ ურთიერთობას“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
ინფრასტრუქტურის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

იმედი