მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ ქადაგიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა
ზურაბ ქადაგიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა

ზურაბ ქადაგიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბუდაპეშტში ლგბტ „პრაიდის“ ჩატარებასა და პრაიდთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიტიურ შეფასებას მედიასთან გამოეხმაურა. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები უკვე დაუფარავად ავრცელებენ ფსევდო ლიბერალურ ნარატივს და მნიშვნელოვანია ევროპის გამიჯვნა ევრობიუროკრატიისგან.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც ევროპა ეფუძნება, ხოლო ბრიუსელის ღირებულებები დაფუძნებულია ლგბტ იდეოლოგიაზე.

„არსებობს მეორე, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც აბსოლუტურად მოშლილია იდეოლოგიურად და მისი მთავარი გზა, რომლითაც მიზანს უნდა მიაღწიოს, დაფუძნებულია „ვოუქიზმსა“ და ლგბტ იდეოლოგიაზე. სწორედ ამიტომ, უნგრეთში ჩატარებული ლგბტ „პრაიდი“ არ მიკვირს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

დეპუტატმა თქვა ისიც, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი სიხარული არაა გასაკვირი- ბოლო 15 წელი, ორბანის მმართველობისას, უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას.

„მე ის მიკვირს, რატომ გვიკვირს ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენები. ხაზგასასმელია, რომ ბრიუსელმა ღიად და დაუფარავად დაიწყო ფსევდო ლიბერალური ნარატივების გავრცელება. თუნდაც საქართველოსთან მიმართებით რა გვესმის: დიახ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, შესაძლოა, ვიზალივბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს. თუმცა, არსებობს კონკრეტული მოთხოვნა და ესაა კანონების გაწვევა- თუ ასე მოვიქეცით, ვიზალიბერალიზაციას არ შეეხებიან. ზოგადად, ურსულა ფონ დერ ლაინი და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად არიან აცდენილნი ევროპულ ღირებულებებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი სწორი დეფინიციის ჩამოყალიბება: ერთ მხარესაა ევროპა, ხოლო მეორე მხარეს ბრიუსელი, თავის ევრობიუროკრატიასთან ერთად. ევროპა იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დაფუძნებული და იმ იდეებით შეიქმნა, რის გამოც ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა და მოგვწონს ევროპულ სივრცეში ყოფნა. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, საქართველო თავისი ისტორიული ფუნქციით, მიზნით, გენეტიკური კოდით უფრო მეტად ევროპული იყო, ვიდრე, პირობითად, ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანა. არსებობს მეორე, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც აბსოლუტურად მოშლილია იდეოლოგიურად და მისი მთავარი გზა, რომლითაც მიზანს უნდა მიაღწიოს, დაფუძნებულია „ვოუქიზმსა“ და ლგბტ იდეოლოგიაზე. სწორედ ამიტომ, უნგრეთში ჩატარებული ლგბტ „პრაიდი“ არ მიკვირს. ბოლო 15 წელი ევრობიუროკრატებს გაჩხერილი ყავდათ ყელში უნგრეთი და ახლა „გადაყლაპეს“. რა თქმა უნდა, ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი