მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ ქადაგიძემ: თუკი იმ 1%-ს დავუშვებთ, რომ იმ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ე.წ. ვიზალიბერალიზაციაზე დარტყმას განახორციელებენ, ალბათ ეს მათი ბოლო გასროლა იქნება საკუთარ ფეხში
ზურაბ ქადაგიძემ: თუკი იმ 1%-ს დავუშვებთ, რომ იმ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ე.წ. ვიზალიბერალიზაციაზე დარტყმას განახორციელებენ, ალბათ ეს მათი ბოლო გასროლა იქნება საკუთარ ფეხში

ზურაბ ქადაგიძემ: თუკი იმ 1%-ს დავუშვებთ, რომ იმ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ე.წ. ვიზალიბერალიზაციაზე დარტყმას განახორციელებენ, ალბათ ეს მათი ბოლო გასროლა იქნება საკუთარ ფეხში

იმედი|imedinews.ge

თუკი იმ 1%-ს დავუშვებთ, რომ იმ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ე.წ. ვიზალიბერალიზაციაზე დარტყმას განახორციელებენ, ალბათ ეს მათი ბოლო გასროლა იქნება საკუთარ ფეხში, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა პოლიტიკური ინსინუაციის საშუალებაც აღარ ექნებათ და შანტაჟის იარაღსაც დაკარგავენ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა ზურა ქადაგიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

მისი თქმით, ქართველი ხალხი სწორად აფასებს და აქ სხვა ქვეყნის მიერ დაქნეული ჯოხით წამოწყებული ინსინუაცია არ ჭრის.

„აღმოაჩინეს, აქ როგორც გლობალური ომის პარტიის და „დიფ სტეიტის“ ადგილობრივმა ფილიალებმა, ასევე, მთავარმა მამოძრავებელმა ძალებმა, რომ ჩვენთან არ იყიდება და ქართული საზოგადოება სწორად აფასებს, რომ ნებისმიერი ინსინუაცია, რომელიც დირიჟორივით, დაქნეული ჯოხივით მოდის ბრიუსელიდან თუ რომელიმე ქვეყნის საგარეო უწყების დერეფნიდან და შემდეგ აქ ცდილობენ გაშლას, არ ჭრის და არ მოქმედებს. პირიქით, უკურეაქციას იწვევს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა აქტორმა დაიწყო დისტანცირება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ისინი თვითონ იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, პრესსპიკერის განცხადებაც იმას, მოწმობს, რომ ჩიხში, რომელშიც ისინი შევიდნენ, ახლა იქიდან გამოსვლის გზებს ეძებენ.

„საქართველო დგას იქ, სადაც იდგა. ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. საქართველომ კარგად განსაზღვრა წითელი ხაზები, უბრალოდ მათ გადალახეს ეს ხაზები, შესაბამისად, გეოპოლიტიკიდან, ახალი გამოწვევებიდან, მრავალვექტორიანი პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი მიხვდა, რომ ასეთი საუბარი საქართველოსთან არ გამოვა და თუკი იმ 1 პროცენტსაც დავუშვებთ, რომ ისინი იმ უგუნურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ე.წ. ვიზალიბერალიზაციაზე დარტყმას განახორციელებენ, ალბათ ეს მათი ბოლო გასროლა იქნება საკუთარ ფეხში, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა პოლიტიკური ინსინუაციის საშუალებაც აღარ ექნებათ და შანტაჟის იარაღსაც დაკარგავენ", - აღნიშნა ქადაგიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სეუტაში მიგრანტების შეჭრის შესახებ: ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს

იმედი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით