მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებზე: ვხედავთ, რომ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, რაც საბოლოოდ, ჩვენს ორ ქვეყანას მიიყვანს იქამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ისევ აღდგება
ზვიად შალამბერიძე აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებზე: ვხედავთ, რომ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, რაც საბოლოოდ, ჩვენს ორ ქვეყანას მიიყვანს იქამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ისევ აღდგება

იმედი|imedinews.ge

თუ ვინმე იყო ამ შემთხვევაში დამნაშავე იმ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტისა, იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ის ნაბიჯები, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იდგმებოდა ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დინამიკა ნელ-ნელა გაიზარდა და შედეგად სახეზეა უმაღლეს დონეზე ვიზიტები. კერძოდ, აპრილის თვეში აშშ-ში რამდენიმე მინისტრი იმყოფებოდა. დღეს კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე შეხვდა პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

„რეალურად სხვადასხვა დელეგაცია ჩამოვიდა სხვადასხვა მიმართულებით და შეხვედრებზე ხდება სხვადასხვა თემის განხილვა, რაც ცალსახად არის სწორი ნაბიჯები აშშ-ის მთავრობის მხრიდან, რადგან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ ვინმე იყო ამ შემთხვევაში დამნაშავე იმ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტისა, იყო ბაიდენის ადმინისტრაცია და ის ნაბიჯები, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იდგმებოდა ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღევანდელ დღეს ვხედავთ, რომ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ჩვენს ორ ქვეყანას მიიყვანს იქამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ისევ აღდგება“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი