მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან. რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან. რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის

ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან. რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის

იმედი|imedinews.ge

რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის. მათ დროა გაუსწორონ თვალი იმას, რომ ისინი რასაც აკეთებენ, არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინსვლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტს უკავშირდება.

მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება და ეს ოპოზიციას აშინებს.

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საქართველოსთან სწორი კომუნიკაცია არის ხელსაყრელი როგორც აშშ-თვის, ასევე, საქართველოსთვისაც.

„დინამიკა აჩვენებს, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება მაღალ დონეზე შეხვედრები. ოფიციალური მიზეზი, რაც ამერიკულმა მხარემ დაასახელა ჩამოსვლის და შეხვედრების, არის ის, რომ ეს ვიზიტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, იქნება ეს საქართველოში თუ აშშ-ში, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან. დაველოდოთ დინამიკას. ის პოზიტიური განვითარება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა მიმდინარეობს, გვაძლევს საშუალებას თამამად ვთქვათ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის აღდგება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია წინამორბედისგან განსხვავებით საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორ ქვეყანას.

„საქართველოსთან სწორი კომუნიკაცია არის ყველასთვის ხელსაყრელი. ხელსაყრელი უნდა იყოს ამერიკისთვისაც და საქართველოსთვისაც. ცალმხრივად ჩვენ დავუშვათ ის ვაკეთოთ, რასაც ევროკავშირის ბიუროკრატია მიგვითითებს და ა.შ. რაც არ არის ჩვენი სუვერენიტეტისთვის ხელსაყრელი, ამას არ გავაკეთებთ და ამას ვაცხადებთ კიდეც. აქედან გამომდინარე, წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას სხვა პოზიცია აქვს და პოზიცია არის შემდეგი - ის საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა ამ შემთხვევაში წინა ადმინისტრაციას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება