ორიგინალი
„ახლო აღმოსავლეთში შიმშილის პრობლემა გაღრმავდება“ - გაერო 16 ქვეყანაში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს
ინფო 9·22:08

„ახლო აღმოსავლეთში შიმშილის პრობლემა გაღრმავდება“ - გაერო 16 ქვეყანაში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს

27 ნოემბერი, 2026 · 22:08

გაეროს სურსათის სააგენტოების გაფრთხილებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 16 ქვეყანაში შიმშილის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. მათ შორის, ხუთი ქვეყანა სუდანი, იემენი, სამხრეთ სუდანი, სომალი და ნიგერიის ჩრდილოეთი ნაწილი განსაკუთრებით მძიმე რისკის წინაშეა.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამა მთავარ მიზეზებად - შეიარაღებულ კონფლიქტებს, ახლო აღმოსავლეთში ომთან დაკავშირებულ საწვავის ფასების ზრდასა და ჰუმანიტარული დახმარების მკვეთრ შემცირებას ასახელებენ. ანგარიში 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ხუთივე ქვეყანა 2022 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მოხვდა ყველაზე მაღალი შეშფოთების კატეგორიაში. 2025 წლის ოქტომბერში ღაზაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, დასავლეთ სანაპირო და ღაზა საფრთხის ერთი კატეგორიით დაბლა გადაიყვანეს. თუმცა, ღაზას მოსახლეობის 67 პროცენტი კვლავ შიმშილის კრიზისულ ან უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ანგარიშის მიხედვით, მიღწეული პროგრესი ჯერ კიდევ მყიფეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ იემენში შიმშილი, სავარაუდოდ, გაუარესდება. ივლისში განახლებული ბრძოლები საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს შორის რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება.

„ჰუსიტების“ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შიმშილის მდგომარეობის ახალი შეფასება არ არსებობს, რადგან კონფლიქტის გამწვავების ფონზე ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის ამ რეგიონებში წვდომა სულ უფრო რთული ხდება. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ბოლო პროგნოზის თანახმად, რომელიც თებერვლამდე პერიოდს მოიცავდა, იემენში 18,3 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, შიმშილის კრიზისულ ან უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ჰუსიტები“ კვლავ აკავებენ გაეროს 73 თანამშრომელს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის რვა თანამშრომელს.

იემენი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სურსათისა და საწვავის იმპორტზე. ანგარიშის თანახმად, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომარაგებას საფრთხეს უქმნის. ამჟამად შეფერხებულია საზღვაო გადაზიდვები ჰორმუზის სრუტეში, წითელ და შავ ზღვებში. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან სასუქების მიწოდებაც ძირითადად შეჩერებულია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. „ახლო აღმოსავლეთში შიმშილის პრობლემა გაღრმავდება“ - გაერო 16 ქვეყანაში ვითარების გაუარესებას პროგნოზირებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.