დიღომში სამბოს ახალი დარბაზი გაიხსნა
დიღომში, საუნივერსიტეტო სპორტული ქალაქის ტერიტორიაზე, სამბოს ახალი დარბაზი გაიხსნა. შენობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერეს.
სამბოს დარბაზი მოიცავს ორ სავარჯიშო ლეიბს, 200 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნას, ადმინისტრაციულ ნაწილს, გასახდელსა და საუნას.
ახალ დარბაზში ვარჯიშთან ერთად შესაძლებელი იქნება ტურნირების ჩატარებაც.
დიღომში სამბოს ახალი დარბაზი კომპანია VR Sky Tower-მა ააშენა.
