ორიგინალი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეჩერება სთხოვა
ინფო 9·20:28

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეჩერება სთხოვა

26 ნოემბერი, 2026 · 20:28

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მას ევროპაში ყველანაირი სამხედრო აგრესიის შეჩერება სთხოვა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მან პუტინთან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.

„ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრებისას დიდი დრო დავუთმე იმ საკითხს, რომ ვისურვებდი, პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება და ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს, რაც „ყველასთვის დიდი მიღწევა იქნება“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ერთი დღით ადრე მან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღო და პუტინთან საუბრის შედეგები გააცნო.

მან პოსტს თან დაურთო ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად შემუშავებული ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რუსეთმა და უკრაინამ თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც განზრახ, თუ უნებლიედ აფართოებს ომის მასშტაბებს“ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულონ ომი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეჩერება სთხოვა

თემა: ევროპის

ამ თემას 15 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ფორმულა·20:35
    გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია
  • GHN·20:35
    ხვდებით რა შარში ვართ? გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე - მიხეილ სააკაშვილი
  • აიპრესი·20:29
    დონალდ ტრამპი: პუტინთან დისკუსიებისას დიდი დრო დავუთმე საუბარს, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ
  • კვირის პალიტრა·20:27
    "ხვდებით რა შარში ვართ? გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
ევროპის

ტექსტის ზომა

გაზიარება

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.